NDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს

NDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს. როგორც “თაიმერს” “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საქართველოს ოფისიდან აცნობეს , თავდაპირველ ვერსიაში 27-ე სლაიდზე (უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას? – ა) ევროკავშირში, ბ) ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ) ტექსტში იყო შეცდომა, კერძოდ, “ევრაზიის კავშირის” ნაცვლად “ევროკავშირი” ეწერა. სწორი ვერსიის მიხედვით უნდა იყოს: ა) ევრაზიის კავშირში, ბ) ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. NDI-ის განმარტებით, კითხვის ა და ბ ვარიანტები დაესვა რესპონდენტთა ორ სხვადასხვა, წარმომადგენლობით ჯგუფს. ამ მიდგომის მიზანი იყო გამოეკვლია განსხვავება პასუხებს შორის რუსეთის ფედერაციის ხსენების შემთხვევაში და მისი ხსენების გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა
შემდეგი სტატიაუორდროპების სახელობის სკვერში საქართველოში პირველი ელჩის ძეგლი გაიხსნა