NCDC – ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტების ორგანიზებულად აცრის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პიარ-დეპარტამენტი იმუშავებს, შესაძლოა, ასეთი ჯგუფები შედგეს და მოხდეს ორგანიზებულად აცრა, როგორც ეს სხვა ჯგუფების შემთხვევაში გაკეთდა.

„ჟურნალისტთა კორპუსში ძირითადად ახალგაზრდები არიან. 55 წელზე ზევით ალბათ ბევრი არაა. ის, ვინც 55 წელს ზემოთაა, თავისუფლად შეუძლიათ “ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირება და ჩაწერა. ხოლო დანარჩენებს, ვისაც აცრის სურვილი აქვს, შეუძლია “სინოფარმზე“ ჩაწერა. ვიცი, რომ თბილისში ჩაწერასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ მომავალი კვირიდან თბილისში სულ მცირე 30 ახალი კაბინეტი დაემატება და პრობლემა მოიხსნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა