NCDC: ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია

ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა გაიკეთოს.

„ვაქცინასთან მოხსენიებული „დანაკარგი“ არა სადმე დამალული ან გადანახული ვაქცინის დოზაა, არამედ ტექნიკური დანაკარგია. რას ნიშნავს ეს?

მრავალდოზიანი შეფუთვის მქონე ვაქცინებზე, მაგალითად, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ეს საკმაოდ მარტივი ასახსნელია. ერთი ფლაკონი 10 ადამიანის ასაცრელ დოზას შეიცავს და ზუსტად ეს რაოდენობა მსურველებისა თუ არ შეიკრიბა, გახსნიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დარჩენილ დოზებს „დანაკარგი“ ეწოდება.

არავინ დარჩება ვაქცინის გარეშე. ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირველი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა შესაძლებლობა ექნება პირველი დოზიდან 10-12 კვირის ინტერვალში მეორე დოზა გაიკეთოს“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაცობი რომ არ შეიქმნას ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ: ოხანაშვილმა ოპოზიციას მიმართა
შემდეგი სტატიაამილახვარი შავგულიძეს: თქვენი ხელიდან საარჩევნო რეფორმა ჩავარდა