NCDC: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა

დაავათებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შატამი გამოვლინდა.

“კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში228 წლის განმავლობაში პირველად ლუვრს ქალი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: ჩვენ მოვლენის კი არა, დანაშაულის ამნისტირებას ვახდენთ