NCDC – ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ვაქცინაციის შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა

„ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებაზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტარზენეკას“ ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის.

„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და „კოვაქს“ პლატფორმასთან მასობრივი შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამი მილიონი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება. ამასთან „კოვაქს“ პლატფორმიდან შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო, ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან ათ კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტრირებული ადამიანების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თრიღში. ყველა მოქალაქეს, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ აცრა „ასტარზენეკას“ ვაქცინით, აცრის ჩატარების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში მიეცემათ, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზიდან 10-12 კვირის პერიოდში, შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – კარგი იქნება, თუ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და არა მხოლოდ მათი ნაწილი
შემდეგი სტატიასერგეენკო – შეზღუდვების შემსუბუქება იმის მანიშნებელია, რომ პერსპექტივა უმჯობესდება