NCDC – ინსტრუქცია მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს მათთვის, ვინც კოვიდ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ მნიშვნელოვანია:

· ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში
· დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
· თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
· მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
· სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება

საქართველოში ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი- ოქსფორდ-ასტრაზენეკა (43200 ერთეული) და პფაიზერ-ბიონტექი (29250 ერთეული).

ჯანდაცის მუშაკებთან ერთად უკვე 65 წლის და უფროსი პირებიც იცრებიან.

banner
წინა სტატიაშიმოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხვალიდან განახლდება
შემდეგი სტატიაგოგი წულაიას მხარდამჭერ ავტო – მსვლელობას ქუთაისიდანაც შეურთდებიან