NCDC – ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის გადაცემის ინტენსივობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი საგრძნობლად შემცირდა და 0,62-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.

ანგარიშში ასევე განმარტებულია, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ინდექსი.

„კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის სხვა ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებთან ერთად საკვანძო პარამეტრს წარმოადგენს კორონავირუსის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი (Rt), რომელიც არის ინფექციის გადაცემის პოტენციალის მაჩვენებელი რეალურ დროში და გამოიყენება შესაფასებლად, ეპიდემია იზრდება, იკლებს თუ სტაბილურია. ეს არის ინფიცირების ახალი შემთხვევების მოსალოდნელი რაოდენობა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ინდიკატორი მნიშვნელოვანია შესაფასებლად, თუ როგორ იმოქმედა პოლიტიკის ცვლილებამ შემზღუდველი ღონისძებების მიმართულებით, მოსახლეობის იმუნიტეტმა და სხვა ფაქტორებმა დროის კონკრეტულ მონაკვეთში ინფექციის გადაცემაზე. ეპიდემიოლოგების განმარტებით, აღნიშნული ინდექსი ვირუსის გადაცემის ინტენსივობას გამოხატავს და აჩვენებს, საშუალო რამდენ ადამიანს გადაეცემა ინფექცია ერთი ინფიცირებული პაციენტისგან.

„2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი1,45-ს შეადგენდა, დეკემბრის დასაწყისში რეპროდუქციის ინდექსი1,15-მდე შემცირდა, თუმცა სიდიდით მე-8 ადგილს იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის. 15 დეკემბრის მდგომარეობით მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და0.74-ს შეადგენდა. 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეპროდუქციის ინდექსი0,62-ს გაუტოლდა. 18 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი ევროპის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების ქვეყნების სამეულში შევიდა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
შემდეგი სტატია„მოდერნას“ ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგაც ეფექტიანია