NBC-ის ინფორმაციით, ობამამ კრემლი არჩევნების გამო “წითელი ტელეფონით” გააფრთხილა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოქტომბერში მოსკოვ-ვაშინგტონს შორის არსებული ცხელი ხაზით ისარგებლა (რომელსაც, ასევე “წითელ ტელეფონსა” ეძახიან), რომ რუსეთი აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო გაეფრთხილებინა. NBC-ის წყაროს ცნობით, ობამამ გამოიყენა ტერმინი “შეიარაღებული კონფლიქტი”. “საერთაშორისო უფლებები, მათ შორის კანონები, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტებს ეხება, კიბერსივრცეზეც ვრცელდება. ჩვენ რუსეთის მოქმედებებს ამ სტანდარტებით შევაფასებთ” – წყარო ობამას ციტირებს.
ტელეკომპანიის წყარო დაზვერვაში მუშაობს და მან კრიმლისათვის გადაცემული შეტყობინება შეაფასა, როგორც “ჩახლართული” და არაკონკრეტული შესაძლო შედეგების მქონე.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა NBC-ს დაუდასტურა, რომ ობამას ადმინისტრაციამ კავშირით ისარგებლა, რომ მოსკოვისთვის შეტყობინება გადაეცა, ამასთანავე, მან თქვა, რომ მისი აზრით, შეტყობინებამ შედეგი გამოიღო.
ე.წ. “წითელი ტელეფონი” კრიზისულ სიტუაციებში გამოიყენება, ისეთი შემთხვევებისას, როგორც იყო 11 სექტემბრის ტერაქტი და სხვა. ის ელექტრონული წერილების გასაგზავნ სისტემას წარმოადგენს. წყარო ამბობს, რომ ობამას არც ერთხელ უსარგებლია მანამდე ამ კავშირით.

banner
წინა სტატიაშისვანეთის გზაზე ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი სავარაუდოდ 2 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილება