NBA All Star-ის შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა

NBA All Star-ის შედეგების მიხედვით, ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 439 675 ხმით მეორე ადგილზეა.

პირველ ადგილს ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი 541 209 ხმით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 341 240 ხმით კავაი ლეონარდია.

ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობიდან გამოთვლიან, ხოლო 25-25% კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლების ხმებით გადანაწილდება.

2016 წლის 25 დეკემბრიდან 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით, ქართველ გულშემატკივარს ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეუძლია.

ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შემდეგი წესებით შეგიძლიათ:

Facebook-ის საჯარო სტატუსში უნდა დაწეროთ:  #NBAVote Zaza Pachulia

NBA აპლიკაციის მეშვეობით.

NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციით.

Twitter-ის ნებისმიერი tweet, retweet ან reply შემდეგი ჰეშთეგით #NBAVote Zaza Pachulia

Google Search-ში აკრიფეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State

Instagram-ზე დაპოსტეთ სურათი ან ვიდეო ჰეშთეგით #NBAVote Zaza Pachulia.

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძე დაქორწინდა
შემდეგი სტატიაშემძრა ამ ამბავმა! სად ვეძებოთ დამნაშავე?! – ირინა სარიშვილი