ნაზი ჯანეზაშვილი – ვანო ზარდიაშვილს თუ ჩემი ქონება გააკვირვებდა, არ მეგონა

ვანო ზარდიაშვილს თუ ჩემი ქონება გააკვირვებდა, არ მეგონა, კარგია რომ გაუკვირდა, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

„ღიაა მე რაც გამაჩნია, რაც მაქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს. ვფიქრობ, რომ ის ყველაფერი, რაც გამაჩნია, არის სინამდვილე და სხვათა შორის, ყველას შეუძლია, ეს ინფორმაცია მიიღოს დეკლარაციის საშუალებით.

ორი წელია, რაც საბჭოს წევრი ვარ, დეკლარაციას ვავსებ, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის. დასამალი არაფერი მაქვს და არ მგონია, ის იყოს ძვირადღირებული ქონება. თუ მას ასე მიაჩნია, კარგია, რომ ვანო ზარდიაშვილის გაკვირვება გამოიწვია, ადამიანის, რომელსაც რამდენიმე ბინა და რამდენიმე უძრავი საკუთრება აქვს“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიასა და დიმიტრი გრიტიშვილის.

ამასთან, ზარდიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შემოსავლები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესაც დაასაბუთებინონ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე დუმილს დღეს დაარღვევს – სპეციალური პრიფინგი 18:00 საათზე გაიმართება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა პარიზში მცხოვრებ ქართულ დიასპორას რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა