ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ომბუდსმენის ანგარიშს ნდობას უცხადებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ომბუდსმენის ანგარიშს ნაზი ჯანეზაშვილი ნდობას უცხადებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრი დღეს დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი გააკრიტიკა და მოსამართლეთა დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

„მოსამართლე რომ ვიყო, მის ადგილზე თავს შევიკავებდი ასეთი ტიპის განცხადებებისგან. მან კლანი უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფორმა, რომლითაც გააკრიტიკა სახალხო დამცველის ანგარიში, უნდა ყოფილიყო სხვაგვარი. რაც შეეხება მოსამართლე ტყავაძეს, თუ გარკვეული შეკითხვები დარჩა, სახალხო დამცველს აქვს უფლება დასვას ეს შეკითხვები და მის შეფასებებს მე ვენდობი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიში საბჭოს მოსამართლე წევრებმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა გააკრიტიკსეს. საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, ანგარიშში კეთილსინდისიერი მოსამართლეების დისკრედიტაცია მოხდა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის დეპარტამენტი „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ჯიშკარიანი არის ჩემი მეზობელი და არ მაქვს გარანტია, რომ ქუჩაში ვივლი მშვიდად”- თამთა თოდაძე