ნაზი ჯანეზაშვილი – სისტემაში არის კლანი და სასამართლოს სჭირდება რეალური რეფორმა

“სისტემაში არის კლანი და სასამართლოს სჭირდება რეალური რეფორმა” – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და ამის დამამტკიცებელი მაგალითებიც მოჰყავს.

ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სერგო მეთოფიშვილი, რომელიც ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე იყო, იუსტიციის საბჭომ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაიყვანა. ბადრი შონია კი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე იყო იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გააგრძელებს საქმიანობას

“სასამართლო სისტემა, რომ იმართება კლანის მხრიდან ამას ცხადჰყოფს, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთ-ერთი ასეთი ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც შეეხება ორი მოსამართლის მხრიდან თანამდებობის დატოვებას იმ კოლეგიებში სადაც ისინი მუშაობდნენ და გადასხვლას სხვა კოლეგიაში. ასეთი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ სისტემაში არის კლანი და სასამართლოს სჭირდება რეალური რეფორმა”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლო კლანი, ნებაყოფლობით იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მათ პირად ინტერესებზე იქნება გათვლილი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 230, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 23
შემდეგი სტატიაროგორ ფიქრობთ, რატომ არცერთი არ მოკვდა? – მეუფე სტეფანე მარტვილზე