ნაზი ჯანეზაშვილი – სასამართლო სისტემაში ერთი ადამიანი რამდენიმე თანამდებობას არ უნდა იკავებდეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, საბჭოს მიმართავს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს. ნაზი ჯანეზაშვილი საკითხის დაყენებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს.

„როდესაც მოსამართლე გამოდის მედიის საშუალებით, აძლევს ვრცელ ინტერვიუს, საუბრობს საკმაოდ ვრცლად ამ პრობლემებზე და ასახელებს იმ თავმჯდომარეს, რომლებსაც კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთთან გარკვეულ ხელისშემშლელ ფაქტად, რომელიც შეიძლება შეფასდეს, მნიშვნელოვანია საბჭომ შეისწავლოს, აუცილებლად გესაუბროს უშუალოდ დავით მომისეიშვილს, ასევე მოსამართლე შავაძეს, რადგან აუცილებელია ჩვენ მოვისმინოთ ორივე მხარის პოზიცია“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

შავაძის საქმით დაინტერესდა სამოქალაქო სექტორიც. ისინი საჭიროდ მიიჩნევენ ეს საკითხი დეტალურად განიხილოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

„ამ განცხადებაში იყო ძალიან საყურადღებო ფაქტები, მათ შორის იმაზე, რაზეც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, რაც უკავშირდება სასამართლოს თავმჯდომარეების არაჯანსაღ გავლენებს. მათ შესაძლო ზეგავლენას საქმეების გადაწყვეტაზეც კი და ასევე კლანურ მმართველობას სასამართლო სისტემაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს მის მიერ გაჟღერებული მესიჯები დაწვრილებით შევისწავლოთ და გვექნება შესაბამისი რეაგირება,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე შავაძის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს – დოლიძე
შემდეგი სტატიასაია: სასამართლოში თავმჯდომარეების სუბიექტური შეხედულებებით დანიშვნა დაუშვებელია