ნაზი ჯანეზაშვილი-სასამართლო სისტემაში არის კლანი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებით დასტურდება, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა. შეუძლებელია ათივე ადამიანი ერთნაირად ფიქრობდეს, რომ იუსტიციის საბჭოში წარმართული პროცესი იყო სწორი და მათ ამასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.

„გასაგებია, რომ ამ სიაში არის მიქაუტაძეც, გვრიტიშვილიც თავად საბჭოს წევრები, მაგრამ ეს ათივე ადამიანი ერთნაირად რომ ფიქრობს, ესეც საეჭვოა. რამდენიმე მათგანს რომ მისცემოდა შესაძლებლობა, გამოსულიყვნენ გასაუბრებაზე და ღიად დაეცვათ თავისი პოზიცია, შეიძლება ასეთ მდგომარეობაში არც კი აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს ადასტურებს, რომ კლანი მუშაობს. რაც შეეხება შედეგებს, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება, რა შედეგიც დადგა, ის დარჩება ძალაში. ირაკლი კობახიძემ დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადა, რომ კენჭისყრაზე ეს სია არ გავიდოდა. პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ კენჭისყრაზე ეს ხალხი არ დადგებოდა და არც დადგა. ეს განცხადება თითქმის ერთი თვის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარია. ეს უბრალოდ წინასაკონფერენციოდ გააკეთეს. უახლოეს დღეებში მოსამართლეთა კონფერენციაა ჩანიშნული და შესაბამისად, ისინი ამ თამაშიდან გადიან თავისი ნებით, ასე შენიღბეს ეს პროცესი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს, ისინი პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ

banner
წინა სტატიაშილიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი-პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის მოსმენა ფორმალურად მოხდება