ნაზი ჯანეზაშვილი : დიმიტრი გვრიტიშვილი არის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი და მისი განცხადებები ნდობას არ იწვევს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2018 13:31

ნაზი ჯანეზაშვილი : დიმიტრი გვრიტიშვილი არის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი და მისი განცხადებები ნდობას არ იწვევს

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ის არის ისტერიულ მდგომარეობაში და აღარ ერიდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებს მეტი მოთმინება მართებთ.

„გვრიტიშვილი თავად არის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი, ყოველ შემთხვევაში, საბჭოს სია უკან არ გამოუწვევია და ჩვენ ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თავად არის დაინტერესებული პირი და როდესაც შედის პოლიტიკოსებთან პოლემიკაში, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩემთვის არის გაუგებარი და არ იწვევს ნდობას მისი განცხადებები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სასამართლოს ჰქონია ასეთი პერიოდები, როდესაც ისინი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოეგებიან გონს და შეჩერდებიან. მოქმედმა მოსამართლეებმა, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ინსტიტუციურ საკითხებთან მიმართებაში და ხმას არასდროს იღებდნენ, გაუგებარია, ახლა რატომ დაინახეს საფრთხეები. ჩემთვის ეს არის ძალიან ბუნდოვანი საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვრიტიშვილი თავად არის დაინტერესებული პირი და ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მისი განცხადებები მოწმობს, რომ ის ცდილობს, მხარდაჭერა მოიპოვოს უმრავლესობის“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დეპუტატების განცხადება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის დროინდელ მოსამართლეებს არ უნდა მიეცეთ უზენაეს სასამართლოში დაწინაურების უფლება, დისკრიმინაციულია.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2018 13:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics