ნახჩივანი… ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მიებმება?

ბაქო–ნახჩივანი

ნახჩივანი... ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მიებმებაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობა დღემდე მიმდინარეობს და მასზე, პროექტის მონაწილე სამივე ქვეყნის წარმომადგენლები დიდ იმედებს ამყარებენ. თურქეთის მხარე აცხადებს, რომ რკინიგზის თურქული მონაკვეთი 2015 წლის ბოლოსთვის დამთავრებული იქნება. მუშაობა მიდის საქართველოს და აზერბაიჯანის მონაკვეთებზეც, გარკვეული ეტაპები ამ მონაკვეთებზეც დასრულებულია და სავარაუდოდ მთელი მაგისტრალი, მომავალ წელს ექსპლუატაციისთვის მზად იქნება. როგორც აზერბაიჯანულ, ასევე საქართველოს მონაკვეთზე მშენებლობას, აზერბაიჯანი აფინანსებს და სამშენებლო სამუშაოებსაც ისინი უძღვებიან… ამ თემასთან დაკავშირებით, გუშინ აზერბაიჯანულ მედიაში გაჟღერდა ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ აზერბაიჯანული ტრანსპორტის სამინისტროს კომპანია ,,აზერავტოიოლსერვისის,, ქართული ფილიალის ხელმძღვანელმა გურბან პირიევმა, გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ამით ეს პროექტი არ სრულდება და თურქეთის მხარესთან, უკვე მიღწეულია შეთანხმება ამ მაგისტრალზე ნახჩივანის მიერთების შესახებ. მისივე განცხადებით, თურქეთის მხარე, მომავალი წლიდან დაიწყებს ყარსი-ნახჩივანის დამაკავშირებელ რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობას, რაც ამ რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე დადებითად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ნახჩივანის ავტონომიური რესპუბლიკა (დედაქალაქი ნახჩივანი, მოსახლეობა 450 ათასამდე) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შედის და საბჭოთა პერიოდიდან მის იურიდიქციაშია, თუმცა აზერბაიჯანს თავის ავტონომიას მოწყვეტილია და მასთან სახმელეთო საზღვარი არააქვს… აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჩივანის ავტონომიას შორის, სომხეთის რესპუბლიკაა გაჩხერილი და მას ამჟამად სახმელეთო გზით, ან ირანის გავლით, ან საქართველო-თურქეთის გავლით შეუძლია დაუკავშირდეს თავის რეგიონს. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს ირანთან, საკმაოდ ცივი ურთიერთობა აქვს, საქართველო-თურქეთის გავლით საკუთარ რეგიონთან სარკინიგზო არტერიის გაჭრა, ამ ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, რაც თავისთავად არ შედის ამ პროექტის ძირითადი ოპონენტის, სომხეთის ინტერესებში. არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანს წინასწარვე, სხვა კომერციულ მიზნებთან ერთად, თავის რეგიონთან რკინიგზით დაკავშირებაც ჰქონოდა განსაზღვრული და ამ მიზნით დებდა დიდ ინვესტიციებს ამ პროექტში.

კახაბერ ადამია სპეციალურად “თაიმერისთვი”

banner
წინა სტატიაში“ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ”-რა ვერსიები ვრცელდება ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაგამოკითხვა: რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სანაცვლოდ უნდა წავიდეს ხელისუფლება ცალმხვრივ დათმობაზე?