ნავთობზე ფასი დაეცა

13 ნოემბერს საღამოს ნავთობ Brent-ის ფასი 6,6%-ით დაეცა და 65,99 დოლარი შეადგინა ბარელზე. ამ ტიპის ნავთობს, ბოლოს მაგავსი მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში ჰქონდა. ადრე ოპეკმა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებამ) შეშფოთება გამოხატა, რომ ნავთობის მოთხოვნა მის მოპოვებაზე ბევრად ნაკლებია, ამიტომ, მათ ნავთობის წარმოების შემცირება დააანონსეს. ამავე დროს, დღეს Reuters-მა გაავრცელა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნები ნავთობის წარმოებას არ შეამცირებენ. ამით, მან მიანიშნა, რომ ნავთობზე ფასის დაწევა სურს.

banner
წინა სტატიაშიBoeing-მა თვითმფრინავების სასიკვდილო თავისებურება დამალა
შემდეგი სტატიაცესკო არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს