21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა

ენერგეტიკულ ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო ორ კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მოლოდინით არის განპირობებული.

Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება 7%-ით შემცირდა და ბარელზე $96 შეადგინა.

პარალელურად, ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 7.3%-ით შემცირდა და ბარელზე $90-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე ძირითადი გაგება დიდწილად მიღწეულია და ჰორმუზის სრუტე მალე, ეტაპობრივად გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიგარდიანი: ჰორმუზის სრუტე შეიძლება, აშშ-ირანის შეთანხმებიდან 30 დღეში გაიხსნას
შემდეგი სტატიაThe Guardian: თბილისში დაგეგმილი “ტრამპ თაუერი” იმ მიწაზე აშენდება, რომელიც ამჟამად აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაშია