21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ნავთლუღში ყოფილი წისქვილკომბინატის დემონტაჟი გააპროტესტეს

თბილისში, ნავთლუღში მდებარე ყოფილი წისქვილკომბინატის შენობასთან მოქალაქეები და არქიტექტორები შეიკრიბნენ. ადგილობრივები და აქტივისტები ობიექტის  დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეების განცხადებით, შენობა თბილისის ინდუსტრიული წარსულის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. არქიტექტორ ნატალია ნებიერიძის თქმით, შეკრების მთავარი მიზანი საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვაა, რადგან მისი გაქრობა ქალაქის ისტორიის ნაწილის წაშლას ნიშნავს.

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ტერიტორია ამჟამად კერძო მფლობელობაშია და ადგილზე არსებული კომპლექსის დანგრევის შემდეგ 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტი ქალაქის ისტორიულ კვალს წაშლის და შექმნის მორიგ ჩაკეტილ სივრცეს, რომელიც მხოლოდ კერძო მესაკუთრის მოგებას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკში “გაზპრომის” ობიექტზე იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატიაშსს სანქცირებული რუსული კომპანიისგან 146 000 ლარის პროგრამულ განახლებას ყიდულობს