ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მოწმემ განაცხადა, რომ 2006 წელს ცრუ ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ინფორმატორი მოწმის სახით დაიკითხა. მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მას საქმეში ბრალდებული კუდი-ს ყოფილი მაღალჩინოსნის გია დგებუაძის დაქვემდებარებული პირი ვინმე გიორგი იგივე “ნაცი” ტელეფონით დაუკავშირდა და კატეგორიულად მოსთხოვა შეხვედრა. შეხვედრაზე კი უთხრეს, წინასწარ დაწერილი ჩვენება უნდა დაეზეპირებინა და პროკურატურისთვის მოეყოლა. ჩვენება კი ნავთლუღის სპეცოპერაციას შეეხებოდა. რასთან დაკავშირებითაც მას უნდა მოეყოლა, თითქოს სპეცოპერაციის დროს იქ იმყოფებოდა და დაინახა, როგორ გაუხსნეს ცეცხლის სპეცრზმელებს სპეცოპერაციის დროს დაღუპულებმა. მოწმემ აღიარა, რომ 2006 წელს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მოწმეს კითხვები თავად გია დგებუაძემ, იგივე მასტერამაც დაუსვა. ბრალდებული დაინტერესდა, რატომ არ დაუკავშირდა მოწმე მას, თუ მის ქვეშ დაქვემდებარებული პირი ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა. რასთან დაკავშირებითაც მოწმემ განაცხადა, რომ სიტუაციის გამწვავება არ სურდა, რადგან არ იყო დარწმუნებული თუ გია დგებუაძეს საქმის კურსში ჩააყენებდა, მას დაეხმარებოდნენ.

ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია მაშინ გია დგებუაძეს რომ დაკავშირებოდა, მისთვის იძულებითი ჩვენების მოთხოვნა აღარ მოეთხოვათ.

banner
წინა სტატიაში(video) სოციალურ ქსელში ამბოხებულების მიერ სტამბოლის ადმინისტრაციის შენობის დაკავების ვიდეო გავრცელდა
შემდეგი სტატიაეუთო თურქეთს დამკვირვებლების გაგზავნაზე ნებართვას სთხოვს