ნავთლუღის ბაზრის ტერიტორია უნებართვო კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ქუჩები დაასუფთავეს.

„ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ კეთილმოწყობის სამსახური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. გარემოვაჭრეებს კი, ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, შეეძლებათ ბაზრობებზე ივაჭრონ. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის“,აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ ,,დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძეს იური ლუჟკოვის თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს