ნავალნის სიკვდილის შემდეგ ავსტრალიამ რუსეთის ციხის ჩინოვნიკებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ ორშაბათს დააწესა ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის ციხის შვიდი ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებსაც კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიმართ, ციმბირის კოლონიაში, არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

“ავსტრალია პასუხისმგებლობას აკისრებს პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას პატიმრობაში ნავალნის მიმართ მოპყრობასა და სიკვდილზე”, – თქვა ვიცე-პრემიერმა რიჩარდ მარლსმა განცხადებაში.

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დააწესეს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნავალნის სიკვდილისა და მოსკოვის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მირზაშვილის საქმეზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა