ნავალნის სიკვდილი რუსეთის რეჟიმის უპრეცენდენტო სისასტიკეს ასახავს – ასე ეხმაურება ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას.
ნავალნის სიკვდილი რუსეთის რეჟიმის უპრეცენდენტო სისასტიკეს ასახავს. ნავალნი დემოკრატიული ღირებულებებისთვის და კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა. ის უმძიმეს და ყველაზე არაადამიანურ პირობებში იყო. მის ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და ყველას, ვინც მასთან ერთად იბრძოდა, გაძლიერებას ვუსურვებ”, – აცხადებს რუტე .
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ იპოვეს.
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.