ნავალნის ქალიშვილი ადამიანის უფლებების შესახებ ჟენევის ფორუმზე სიტყვით გამოვა

დარია ნავალნაია ჟენევის ფორუმზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, სიტყვით გამოვა. ფორუმი 7-8 ივნისს ჩატარდება – სამიტის ორგანიზატორებმა საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნეს.

თებერვალში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ჟენევის ადამიანის უფლებების ფორუმმა სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა. მაშინ ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ ოპოზიციონერს ციხიდან მალე გამოუშვებენ და პირადად შეძლებს ჯილდოს მიღებას. იმ შემთხვევაში კი, თუკი ეს არ მოხდება, მაშინ მისი ოჯახის წევრს შეუძლია ჯილდოს მიღება – “დოიჩე ველე” წერს.

ადამიანის უფლებების ჟენევის ფორუმი 2009 წლიდან ყოველ წელს ტარდება გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მისადგომებთან. ფორუმის ორგანიზატორია 25 არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაში„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – 30 წელია, პარლამენტის დარბაზში არ ვყოფილვარ