ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია- ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ალექსეი ნავალნის სიკვდილზე სისხლის სამართლისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს, კერძოდ, ვლადიმერ პუტინს ეკისრება. რეზოლუციაში ოპოზიციონერის გარდაცვალება მოხსენიებულია – მკვლელობად.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 506-მა ევროპარლამენტარმა, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსეთში მზარდი და სისტემატური რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია. პარლამენტი ასევე ითხოვს მისი მკვლელობის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს გააგრძელონ რუსეთის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ მოლაპარაკებები რუსეთთან პატიმრების, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ბრალდებით მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით და გააგრძელონ უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაში20 წლის ქალის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სტიქიის შედეგების კომპენსაციისა და ლიკვიდაციისთვის, მთავრობის განკარგულებით 3 740 000 ლარი გამოეყო