ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოცემა “მედუზა” რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის 8 ქალაქში აქციები გაიმართა.

“ოვდ-ინფოს” მიხედვით, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები დააკავეს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, გუშინ, 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ჯარისკაცები ქალაქ ავდეევკას ტოვებენ
შემდეგი სტატიაავდეევკის დასავლეთით რუსულ ძალებს შეტევის გაგრძელება გაუჭირდებათ – ISW