ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება გაურვეველი ვადით გახანგრძლივდა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება გახანგრძლივდა და საქმის ბოლომდე მიყვანას რა დრო დასჭირდება, უცნობია, – ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტმა გარდაცვლილი პოლიტიკოსის დედას აცნობა

„გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. იტყუებიან, კარგავენ დროს და არც მალავენ“, – ამბობს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.

დღეს, დილით ადრე, ლუდმილა ნავალნაია და მისი ადვოკატები მივიდნენ სალეხარდის მორგში, სადაც სავარაუდოდ ცხედარი იყო განთავსებული, მაგრამ მათ ვერ შეძლეს შიგნით შესვლა. მეტიც, ერთ-ერთი ადვოკატი გამოაგდეს.

დაწესებულების თანამშრომლებმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს.

ამასთან, გამოცემა „მედიაზონამ“ დაადგინა სათვალთვალო კამერების გამოყენებით ოთხი მანქანის კოლონა, რომელმაც გადაიტანა ალექსეი ნავალნის ცხედარი დედის ჩასვლამდე და დაასკვნა, რომ ხელისუფლება განზრახ მალავდა ცხედარს ნათესავებისა და ადვოკატებისგან.

banner
წინა სტატიაშირუსული თვითმფრინავი დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ჩამოვარდა
შემდეგი სტატიარობ ბაუერი: დასავლეთი 2023 წელს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი