“არ მინდა სამძიმრის მოსმენა” – ამ განცხადებას ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია აკეთებს.
როგორც ნავალნის დედა ამბობს, შვილი 4 დრის წინ ნახა და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია.
არ მინდა რაიმე სამძიმრის მოსმენა. ჩვენ ვნახეთ ჩვენი შვილი კოლონიაში 12-ში და ვიყავით პაემანზე. ის იყო ცოცხალი, ჯანმრთელი, მხიარული,” – ამბობს ნავალნის დედა.
რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ოფისი თავის ვებგვერდზე ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება. FSIN აგზავნის კომისიას მოსკოვიდან იმ კოლონიაში, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, იტყობინება დეპარტამენტი. ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ.
გამოცემა SOTAvision აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს კოვროვსკის სასამართლოს გუშინდელი შეხვედრიდან, სადაც ნავალნი დისტანციურად იყო ჩართული პროცესზე.
2020 წლის აგვისტოში განხორციელდა ალექსეი ნავალნის სიცოცხლის მცდელობა. მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში პოლიტიკოსმა გონება დაკარგა. ომსკში თვითმფრინავის გადაუდებელი დაშვების შემდეგ ის ტოქსიკური მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.