ნავალნის ცხედარი გაუჩინარებულია

Amnesty-მ ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა

ალექსეი ნავალნის ადვოკატი და დედა სალეხარდის მორგში იმყოფებოდნენ, თუმცა ის დაკეტილი დახვდათ. მორგში დარეკვის შემდეგ, მათ უთხრეს, რომ ცხედარი არ ჰქონდათ. ამის შესახებ ოპოზიციონერის პრესმდივანი კირა იარმიში იტყობინება.

მანამდე რუსი ოპოზიციონერის დედა და ადვოკატი სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში იმყოფებოდნენ, სადაც ნავალნიჰყავდათ გამომწყვდეული. კოლონიაში დედას სიკვდილის ცნობა მისცეს და აცნობეს, რომ ნავალნის ცხედარი სალეხარდის მორგში იყო და მასზე “კვლევა” ტარდებოდა.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა. კირა იარმიში ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს რუსეთის სამი თვითმფრინავი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ერთი პირს ბრალდება წარუდგინდა