ნავალნი ციხიდან გაუჩინარდა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიიდან, სადაც ის გასული წლის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა, გაიყვანეს და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, განაცხადეს მისი გუნდის წევრებმა 11 დეკემბერს.

ნავალნის თანაშემწეები ემზადებიან მისი მოსალოდნელი გადაყვანისთვის “სპეციალური რეჟიმის” კოლონიაში. ეს რუსეთის ციხეების სისტემაში ყველაზე მკაცრი დაწესებულებაა. ნავალნის აგვისტოში, დამატებით, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 11-1/2 წელთან ერთად, რომელიც უკვე ჰქონდა განსაზღვრული.

ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა თქვა, რომ მელეხოვოში, მოსკოვის აღმოსავლეთით, 235 კილომეტრში მდებარე IK-6 დაწესებულებაში, თანამშრომლებმა მის ადვოკატს უთხრეს, რომ ოპოზიციის ლიდერი აღარ არის პატიმრებს შორის.

„თუ სად წაიყვანეს, ამას არ ამჟღავნებენ“, – თქვა მან სოციალურ მედია პლატფორმაზე X.

banner
წინა სტატიაშისან პაოლოში საკვები პროდუქტების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება, უნდა ჩააბარონ პასპორტები