ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იგივე სტატუს-კვოს, როგორიც დღესაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი ექნება, რომ წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით,-განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. დღეს ევროპის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.
ევროპული საბჭო საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.