„ნატოსთან კონსულტაციის გარეშე“ – ჯონსონი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯს გადადგამს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ პუტინი გადაწყვეტს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ, ბრიტანეთი არ გაჩუმდება. საპასუხო დარტყმა იქნება დაუყოვნებლივ, დამატებითი კონსულტაციების გარეშე.

„მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო იტოვებს უფლებას, უპასუხოს ნატოს სხვა ქვეყნებთან კონსულტაციის გარეშე“, – განაცხადა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიამარიუპოლი არ დაცემულა – ბაიდენი