ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დიპლომატმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვს აშშ ევროპელი მოკავშირეებისგან თავდაცვის ბიუჯეტის სწრაფად 5%-მდე გაზრდას.
როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აღდგენას 5 წელიწადში შეძლებს.
„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ეს სწორედ ასეა. ამიტომ, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ.
თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ. ის საფრთხეებით განისაზღვრება. რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია“, – აცხადებს ნატოში აშშ-ის ელჩი.