20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

“ნატოში არსებობს შეშფოთება საქართველოში მმართველობის ტრაექტორიასთან დაკავშირებით”- ალიანსის წარმომადგენელი

“ნატო უფრო მეტია, ვიდრე უბრაოდ სამხედრო ალიანსი. ჩენ ვართ დემოკრატიების ალიანსი და გვაქვს ღირებულებები.  ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოლოდინები ჩვენ პარნტიორ და ასპირანტ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო.  ასე რომ, საქმე მხოლოდ უსაფრთხოებასა და სამხედრო თავსებადობას არ ეხება, არამედ იმ ერის ხასიათს, რომელთანაც პარტნიორობა გვაკავშირებს. გულწრფელი უნდა ვიყო, ალიანსის შიგნით არსებობს შეშფოთება ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მმართველობის ტრაექტორიასთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი ზუსტად ამ საკითხებზე. ევროპული და სხვა ქვეყნების მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გარკვეული კრიტიკა ისმოდა. მე მოვუწოდებდი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს კრიტიკა კონსტრუქციულად მიიღოს. ის კეთილი ნებიდან გამომდინარეობს, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს მომავალს ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ვხედავთ. სწორედ ამიტომ გამოვთქვამთ ამგვარ წუხილებს . იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, მისი მომავალი, უსაფრთხოება, მისი ხალხის თავისუფლება და ქართული დემოკრატიის ხარისხი.

ახლა რომ მკითხოთ, არის თუ არა ამ მომენტში ნატოს გაფართოების მზაობა საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, გულწრფელად გიპასუხებთ, არა. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა. ალიანსი ახლა სრულად არის ფოკუსირებული თავდაცვისა და შეკავების საკითხებზე.

თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. სულ რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსს შეუერთდებოდნენ, მაგრამ ეს მოხდა და თანაც ძალიან სწრაფად. ამიტომ, ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ არის შემდეგი: გააგრძელეთ კარგი მუშაობა ნატოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის კუთხით, მიჰყევით შესაძლებლობების განვითარების იმ გზას, რომელიც ერთობლივად დავსახეთ და იყავით მზად იმ დღისთვის როცა ეს დადგება”,_ განაცხადა ტვ პირველთან ნატოს წარმომადგენელმა კევინ ჰამილტონმა.

banner
წინა სტატიაშიუმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით დაფინანსება შეუნარჩუნდებათ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ისრაელის ორგანიზაციებს ახალი სანქციები დაუწესა