საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება, – ინფორმაციას საგარეო უწყება ადასტურებს.
ინფორმაციას დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ავრცელებენ ცენტრის ყოფილი თანამშრომლებიც. ამავე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.