ნატოს ვარშავის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია, 2 500-მდე დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი დაესწრება

ნატო მალე ტექნიკის რუმინეთში განთავსების საკითხს გადაწყვეტს

ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი დღეს, ვარშავაში გაიხსნება. ალიანსის ისტორიაში ეს პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში გაიმართება და რომელსაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავმჯდომარეობს.
როგორც ნატოს ოფიციალურ გვერდზეა საუბარი, სამიტში მონაწილეობას 58 ოფიციალური დელეგაცია მიიღებს , მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, რომლის ალიანსში გაწევრიანება რატიფიცირების პროცესშია. ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაეროს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

ვარშავის სამიტს ასევე დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე განათლების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურის რეფორმას გეგმავს