ნატოს თვითმფრინავებმა ბალტიის თავზე რუსული გამანადგურებლები გააცილეს

ნატოს შემადგენლობაში მყოფი ესტონეთის, ლიეტუვასა და პოლონეთის ბაზის თვითმფრინავებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლების, ბომბდამშენებისა და მზვერავი-თვითმფრინავების სათვალთვალო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

ორი რუსული ბომბდამშენი Ту-160 ორი გამანადგურებლის Су-27-სა და Су-35-ის თანხლებით ბალტიის ზღვის თავზე თვითმფრინავ A-50-თან ერთად მანევრირებდა, რომელსაც, ასევე, გამანადგურებლები მიაცილებდნენ. ზოგიერთი მათგანი გამორთული ტრანსპონდერით მოძრაობდა.

მათ საპასუხოდ ნატოს მისიიდან გერმანული და იტალიური გამანადგურებლები აუშვეს ცაში, პოლონეთიდან კი – გამანადგურებელი F-16, ოპერაციაში ჩაერთო დანიაც.
რუსული ბომბდამშენები ბალტიის ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაახლოებით სამი საათი იმყოფებოდნენ, შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდნენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიევროკავშირი 300 მილიონ დოზა “ასტრა-ზენეკასა” და “ჯონსონ და ჯონსონზე” უარს ამბობს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი COVAX-ს ასი ათას დოზა ვაქცინას გადასცემს