ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მეორე დღეა წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ და უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე მსჯელობენ. რუსეთი კვლავაც რჩება ასეთი საფრთხის წყაროდ.

ბრძოლა ტერორიზმთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, ლტოლვიელბის კრიზისი, მიგრაცია და ჰიბრიდული ომი – ეს ის საკითხებია, რასაც დღეს თავდაცვის მინისტერლიაზე განიხილება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორი დღის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე ახსენა და განცხადა რომ ქვეყანა ალიანსის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

„ჩვენი ამოცანაა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა რაც შეიძლება უფრო ინტენსიურად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს პაკეტის წარმატებში. ყველა საშუალება გამოვიყენოთ და ყველა ქვეყანა იდგეს საქართველოს გვერდში, ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი უსაფრთხოებისუთვის და უფრო ძლიერი თავდაცვის სისტემისთვის,“ – განაცხადამ თინა ხიდაშელმა.

დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და ასევე თავდაცვის მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვდრა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ანკარის ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ სტატიას აქვეყნებს