ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს. დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს, ასევე დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„მოვუწოდებთ ნატოს წევრებს, ხაზგასმით აღნიშნონ ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა. ამასთან, შეინარჩუნონ გაწევრიანების კრიტერიუმები. გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. განავითარონ და წინ წასწიონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი. ასევე კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსაველთ უკრაინაში. ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მოკავშირეებმა უნდა დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა“, – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

ვარშავაში გამართული სესიის ბოლოს მიღებულ დოკუმენტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებას და მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ზუგდიდში
შემდეგი სტატიაზუგდიდში ვალის გამო ოჯახს შვილი წაართვეს