ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს – ირაკლი კობახიძე

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად უნდა გამოვიყენოთ“, – ამის შესახებ ვარშავაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ განაცხადა, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება.

ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე, ასამბლეა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში გაიმართა და დღეს ისინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. დღემდე ოთხ არაწევრ ქვეყანაში გაიამართა ასამბლეა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს სრულუფლებიანი წევრია. შესაბამისად, ამ ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი, ეს ასამბლეა უნდა გამოვიყენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად. ჩვენი საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრიანებაა და ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ ამ მიზნისკენ. რა თქმა უნდა, რეალისტურად ვაფასებთ ვითარებას, რომელიც ნატოში ჩვენს გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული. მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულები და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიახალი ვიდეო: თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში საელჩოს წინ მომიტინგეთა დარბევას უყურებდა
შემდეგი სტატიადაკავება იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის