ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან საფრთხეებს ვერ ხედავს

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრე პაველმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არ არსებობს საფრთხეები – Reuters-ი წერს.
ალიანსის შტაბ-ბინაში პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, პაველმა განაცხადა, რომ ნატოს 4 ბატალიონი, რომლებიც პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში განთავსდება, პოლიტიკურ ფუნქციას შეასრულებენ და არა სამხედროს.

“ჩვენ რეგიონში არ ვაგზავნით მნიშვნელოვან ნაწილებს. ნატო არ აპირებს რუსეთთან მსხვილმასშტაბური აგრესიის ბარიერის შექმნას, რადგანაც მსგავსი აგრესია დღის წესრიგში არ დგას და ჩვენი ანალიტიკოსებიც ვერ ხედავენ საფრთხეების საშიშროებას”.

შეგახსენებთ, რომ ნატოს 4 ბატალიონის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას რუსეთი ნატოს მხრიდან გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯს უწოდებს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ვინ არის ეს მოძალადე
შემდეგი სტატიანინო ჯანგირაშვილი: ხელისუფლებამ მიღაწია იმას, რომ GDS და რუსთავი 2-იც კი ერთ პოზიციაზე არიან