ნატოს სამიტზე უკრაინის ალიანსში მიღების სურვილზე ისაუბრეს

ნატოს პოლიტიკური ძალების შემადგენლობაში იზრდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ კიევის ნატოში გაწევრიანებაზე შიდა დისკუსია მიდის: “ჩვენ დიდი ხანია ღია კარის პოლიტიკა გვაქვს და ამ კარებს ვაღებთ ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ ქვეყნებისათვის. კონცეფცია დემოკრატიული და თავისუფალი ევროკავშირისა და ნატოს შექმნის შესახებ, დასრულებული პროცესი არ არის. ბევრი ქვეყანა კანდიდატობის ეტაპზე დგანან ან განხილვის ფაზაში” – განაცხადა მინისტრმა.

დღესვე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ ევროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბენ როდსმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრანებისათვის ქვეყანამ მთელი რიგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ხელისუფლება ეცდება, სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები უმოკლეს დროში მოაგვაროს
შემდეგი სტატიავარშავაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ავღანეთის მისიაზე მსჯელობენ