ნატოს სამიტის წინ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთ მთავარი თემა ჰიბრიდული ომის საფრთხეები და რუსული პროპაგანდაა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ნატოს სამიტის წინ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში და ნატოს სამიტის წინ, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო განვიხილავთ ისეთ თემებს, რომელიც არის ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მათ შორის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასთანაც გამკლავება უწევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას. ჩვენ, ამ შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრებთ ზოგადად სახელმწიფო სტრატეგიაზე, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, ასევე სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“NDI-ის რეპუტაცია აქვს დაკარგული” – კახა კალაძე
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს, თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება უკავშირდება თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას