ნატოს სამიტის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთი პასუხობს

“ნატო-ს სამიტის დასკვნითი განცხადება ტრადიციულად მოუწოდებს რუსეთს „გაიყვანოს ჯარი საქართველოდან”, უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”. ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი საღად მოაზროვნე დამკვირვებლისთვის, რომელიც იცნობს 2008 წლის აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას. აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არ საჭიროებდა სხვა სახელმწიფოებისგან დამოწმებას. მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები ასევე არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის” მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, 2008 წელს თბილისის რეჟიმის კრიმინალური ქმედებების შედეგად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა”,-ამ შინაარსის განცხადებით ოუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა უწყება ნატოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეს ეხმიანება.

ნატო-ს სამიტის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ალიანსის ლიდერები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენეტიტეტის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ უჭერენ მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

banner
წინა სტატიაშიბიჭვინთაში ადგილობრივებთან კონფლიქტში ორი რუსი ტურისტი დაჭრეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა