ნატოს სამეკავშირეო ოფისის დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატოს სამეკავშირეო ოფისის დელეგაციამ.
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა ისაუბრეს საჯარო ფინანსების მართვის კუთხით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და პარლამენტს შორის მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური და პროფესიული განვითარების პერსპექტივები და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო ხედვები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლები – მრჩეველი კრისტიან კოკვიკი და პოლიტიკური ოფიცერი თორსთენ დერიკი.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლისთვის გადატანამ, კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ძირი გამოუთხარა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა