ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი აქვთ – ედგარს რინკევიჩსი

ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი აქვთ – ედგარს რინკევიჩსი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები და ნატოს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.

მისი თქმით, დეკლარაციაში ასახული იქნება ნატოში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების მისწრაფებები, ასევე ლატვია მხარს დაუჭერს სამიტის შემდგომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას „საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში იყოს ძალიან ნათელი დადასტურება მისა, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ ნატოში გაწევრიანების.

ეს არ გახლავთ დიდი სამიტი, როგორც წესი, ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევა ხდება. ჩვენ ნატოს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეებისთვის როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე. ჩვენ ასევე გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება. ჩვენ შევძლებთ, რომ ნატოს სამიტის შემდეგ შედგეს საქართველო-ნატოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას“-განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ანგარიში – რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და საქართველოს მიერ განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად არის დასმული ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე
შემდეგი სტატიალატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს