ნატოს მიგ-29-ებით ფრენების შეწყვეტა სურს

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს გამანადგურებელ მიგ-29-ის ექსპლოატაციის შეჩერება სურს, რომელიც  რუსეთში შეაკეთეს – ინიციატივა დღეს ბულგარეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ წამოაყენეს.

“საჭიროა ინციდენტის სრული და დაუყოვნებელი გამოძიება, მასში ჩართული უნდა იყვნენ მოკავშირე ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები, რომელთაც მიგ-29-ის ექსპლოატაციის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების დიდი გამოცდილება აქვთ, კერძოდ, პოლონეთიდან და უკრაინიდან” – ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს განცხადებაში,  რომელიც ბულგარეთში მიგ-29-ის მოულოდნელად რადარებიდან გაქრობის შემდეგ გავრცელდა.

ნატოში განაცხადეს, რომ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას 2018 წლიდან რუსულ ავიაკომპანია “მიგთან” შეკეთების შესახებ დადებული კონტრაქტების შესახებ სრული მოხსენება უნდა წარუდგინოს. “საჭიროა პასუხი შეკითხვაზე, რომელი გარანტიები შეგვიძლია ჩავთვალოთ სანდოდ და მიზანშეწონილად, როცა საუბარია ჩვენი გამანადგურებლების ისეთი ქვეყნის ქარხნებში შეკეთებაზე, რომელსაც ნატო და ბულგარეთი მტრად მიიჩნევენ” – განცხადებაშია ნათქვამი – უკრაინული eurointegration-ი წერს.

ბულგარეთში სამხედრო წვრთნებისას გამანადგურებელი მიგ-29 რადარებიდან გაქრა. “ბულგარეთის რესპუბლიკის აკვადორიაში სასწავლო დავალების შესრულებისას, ბულგარეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა მიგ-29 რადიოკავშირი დაკარგა და 00:45 საათზე რადარებიდან გაქრა” – ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო და გრძელდება. ინციდენტის ზონაში ჩავიდა თავდაცვის მინისტრი გეორგი პანაიოტოვი, ასევე, პრემიერ-მინისტრი სტეფან იანევი.  სამხედრო წვრთნები შეჩერებულია.

მფრინავმა კატაპულტირება შეძლო თუ არა, ეს ჯერ დაუდგენელია.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში ვაქცინაციის შემდეგ მარიხუანით, ლუდით, ღვინოთი ან კოქტეილით ასაჩუქრებენ 
შემდეგი სტატიამაღაზიის დაწვის მცდელობაში მეპატრონე “ოცნების” აქტივისტს ადანაშაულებს