ნატოს მცდელობები, როგორმე გააფართოოს თავისი გავლენა ნაკლებად სავარაუდოა, რომ კავკასიას სტაბილურობას – კრემლის პრესსპიკერი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ნატოს მცდელობები, გააფართოვოს თავისი ყოფნა კავკასიაში “შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს”. მისივე მტკიცებით, ნაკლებად სავარაუდოა ამან სტაბილურობა შემატოს რეგიონში არსებულ სიტუაციას.

პესკოვის ეს განცხადება მოჰყვა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში და აზერბაიჯანში. ის ამჟამად სომხეთში იმყოფება.

“ნატოს ზოგადი მისწრაფებებიбრომ კავკასიაში თავისი წარმომადგენლობა გაამყაროს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე არსებობს გაგება, რომ ფაქტობრივად, ნატოს მცდელობები, როგორმე გააფართოოს თავისი გავლენა და ყოფნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კავკასიას სტაბილურობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას შემატებს”, – ამბობს პესკოვი.

მისივე თქმით, რუსეთი სიტუაციას ყურადღებით ადევნებს თვალს, მაგრამ აპირბეს ყურადღება გავამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე რეგიონის ქვეყნებთან.

ამჟამად ნატოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. გასულ კვირას ის აზერბაიჯანში, ორშაბათს კი საქართველოს ეწვია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სარატოვის და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო
შემდეგი სტატიაოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა