ნატოს მასშტაბური წვრთნები ნორვეგიაში (ფოტო)

ნორვეგიაში ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები Trident Juncture მიმდინარეობს. მასში 31 ქვეყნიდან 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. წვრთნები 25 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბრამდე გასტანს. ლეგენდის თანახმად, ნატო მოკავშირეებთან ერთად იცავს პატარა ქვეყანას აგრესორის თავდასხმისგან. სამშაბათს წვრთნებში ნაჩვენები იყო საჰაერო და საზღვაო დაზვერვის გამოყენებით დესანტური ოპერაცია.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან რუსეთი წინასწარ გააფრთხილა სწავლებების ჩატარების შესახებ და რუსი დამკვირვებლებიც დაპატიჟა. სტოლტენბერგის თქმით, სწავლებებს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს – “ბიბიასი” წერს.

 

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრას ზურაბიშვილიც ესწრება
შემდეგი სტატიასირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ჰეირ პედერსენი გახდება