ნატოს გენშტაბების ხელმძღვანელები: რუსეთი და ტერორისტები – ორი მთავარი გამოწვევა

ნატოს გენშტაბების ხელმძღვანელები თვლიან, რომ რუსეთი და ტერორისტული ორგანიზაციები ორი მთავარი გამოწვევაა ალიანსისთვის – “დოიჩე ველე” წერს, რომ მსგავსი განცხადება ბრიუსელში 15 და 16 იანვარს ჩატარებული სხდომის შედეგად გაჟღერდა. “გენერალური შტაბების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი და საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფები – ორი მთავარი გამოწვევაა” – ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ სტიუარტ პიჩმა სხდომის შემდეგ თქვა. პიჩის განცხადებით, ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებებზე დაკვირვებას, მაგრამ ამავე დროს, რუსეთთან კომუნიკაციას განაგრძობს.

სამხედრო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნატოს 29 წევრი ქვეყნების გენშტაბების ხელმძღვანელები შედიან, უკრაინასთან თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს და კიდევ ერთხელ გამოხატეს ქერჩის სრუტეში რუსეთის მოქმედებების გამო შეშფოთება.

ნატოს სამხედრო კომიტეტი უკრაინის და საქართველოს გენშტაბების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ამავე დროს, საქართველოსთან ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, სადაც ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირებაზე, ასევე, ე.წ. “ნატო-საქართველოს მთავარი პაკეტის” შესრულებაზე, რომელშიც სხვადასხვა ინიციატივები შედის.

banner
წინა სტატიაში“დრო თითქმის არ არის” – ევროკავშირის რეაქცია “ბრექსიტის” შესახებ შეთანხმების ჩავარდნაზე
შემდეგი სტატიააფეთქება სირიაში – ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა